ორგანიზაცია

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი (NEO) ხელს უწყობს ევროკომისიას, აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) და შესაბამის ეროვნულ სამსახურებს Erasmus+ პროგრამის განხორციელებაში. NEO ფუნქციონირებს აღმასრულებელ სააგენტოსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია UNI.GE –ს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე (2017-2953/005-001, პროექტის ნომერი - 391257-EPP-1-2017-1-GE-EPPKA2-CBHE-NEO).

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მანდატი მოიცავს ყველა მხარდამჭერ, საინფორმაციო და მონიტორინგის აქტივობას, რომელიც Erasmus+ პროგრამის უმაღლესი და პროფესიული განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებს ეხება და დაშვებულია ევროკავშირის არაასოცირებულ (პარტნიორ) ქვეყნებში.

NEO საქართველოში დაარსდა 2014 წელს და წარმოადგენს ტემპუსის ეროვნული ოფისის (NTO) მემკვიდრეს.

ჩვენი თანამშრომლები

ლიკა ღლონტი

კოორდინატორი

ნინო ურუშაძე

პროექტების მენეჯერი

თათა ლორთქიფანიძე

პროექტების მენეჯერი

ეთო შაბურიშვილი

ბუღალტერი

მუშაობის კონკრეტული მიმართულებებია:

  • ევროკომისიის, აღმასრულებელი სააგენტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოს შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერა Erasmus+ უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების განხორციელებაში;
  • CBHE პროგრამის მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა, მონიტორინგი და შედეგების გავრცელება.