ევროპის დღეები 2020 კახეთში
12
2020
ივნისი

ევროპის დღეები 2020 კახეთში

2020 წლის 11 ივნისს, საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებსა და კახეთის რეგიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, საქართველოში Erasmus + ის ეროვნული ოფისის კოორდინატორის, ლიკა ღლონტის ონლაინ ლექცია გაიმართა. ლექციას 68 მსმენელი დაესწრო.