საინფორმაციო შეხვედრების ციკლი
21
2021
მაისი

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი

18-19 მაისს ჩატარდა რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლი Erasmus+ პროგრამის შესახებ, რომელიც ორგანიზებული იყო Erasmus+ ეროვნული ოფისისა და ნატოსა & ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ.

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა კახეთის საშუალო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს სხვა კუთხეების მოცვის მიზნით.