აქტივობები რეგიონებში
21
2019
ივნისი

აქტივობები რეგიონებში

Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო ღონისძიებები იმერეთისა და აჭარის რეგიონებში. ღონისძიებების მიზანი იყო Erasmus+ პროგამაში მონაწილეობის კუთხით "ახალბედა" უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულბებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. რეგიონული აქტივობების ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან, ასევე აჭარის რეგიონში, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგა საინფორმაციო სემინარი Erasmus+ პროგრამის სხვადასხვა მიმართულებსა და პროექტებში ჩართვის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი "ანრის", ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.