ინსტიტუციური პროექტების განხორციელება დაიწყო
01
2021
მარტი

ინსტიტუციური პროექტების განხორციელება დაიწყო

მიმდინარე წლის თებერვალი მთლიანად დაეთმო Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) პროექტების სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც პანდემიის გამო ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა. სამუშაო შეხვედრებზე ტრადიციულად ხდებოდა პროექტის გუნდების გაცნობა და პროექტის მართვის საკითხების შეთანხმება. Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში და მონაწილეებს აცნობდა საქართველოში, ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით პროექტების განხორციელების თავისებურებებს. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს დაფინანსდა ინსტიტუციური განვითარების შვიდი პროექტი, რომლებშიც 16 ქართული უნივერსიტეტი მონაწილეობს.