განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი"
08
2019
აპრილი

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი"

2019 წლის 6 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სააგენტო კამპუს ფრანსისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“.

გამოფენა მიზნად ისახავდა, როგორც საფრანგეთში სწავლის პოპულარიზაციას, აგრეთვე ქართულ და ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

გამოფენაში 12-მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა, ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დონორი ორგნიზაცია და მათ შორის Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამა.