განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა
27
2021
მაისი

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა

Erasmus+ ეროვნული ოფისი სისტემატურად მონაწილეობს საქართველოს განათლების საერთაშორისო გამოფენაში და აუდიტორიას წლიდან წლამდე აცნობს ინფორმაციას პროგრამის სიახლეების შესახებ. წლევანდელი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა 27-28 მაისს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა. პირველი დღის live ჩართვა Erasmus+ სასტიპენდიო (მოკლევადიან გაცვლითი - ICM და ერთობლივი სამაგისტრო - JMD) პროგრამების მიმოხილვას დაეთმო.  

მეორე დღეს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში. ორივე შეხვდრა კითხვა-პასუხის სესიასაც მოიცავდა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა სასურველი კითხვა დაესვა და მიეღო შესაბამისი ამომწურავი ინფორმაცია.