შეხვედრა განათლების სამინისტროში Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების შესახებ
16
2020
იანვარი

შეხვედრა განათლების სამინისტროში Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების შესახებ

16 იანვარს გაიმართა შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების შესახებ, რომლებშიც სამინისტროს მონაწილეობა იგეგმება. ამ ეტაპზე წარდგენილი და განხილული იყო 10 საპროექტო განაცხადი, ამათგან 5 ეროვნული პროექტი და 5 პროექტი ქართული უნივერსიტეტების კოორდინატორობით. შეხვედრაში მონაწილეობდა 6 უნივერსიტეტის 17 წარმომადგენელი.