• Share this page

2014 – მდე

Tempus / Erasmus Mundus / Jean Monnet (2014 წლამდე განხორციელებული პროექტები)

ტემპუსის (1995-2013) და ერაზმუს მუნდუსის (2007-2013) პროექტების მიმოხილვა საქართველოში, სტატისტიკის ჩათვლით, მოცემულია ტემპუსის ეროვნული ოფისის ანგარიშში.

ტემპუსი

ტემპუსი ევროგაერთიანების პროგრამაა, რომელიც 1990 წელს შეიქმნა და რომლის მიზანი იყო უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში. 2014 წლიდან ტემპუსის პროგრამა ჩანაცვლდა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამით.

30 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო) ცხრა ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე, ახალქალაქი და წნორი) მონაწილეობდა Tempus–ის პროექტებში 1995 წლიდან (პროექტების სრული სია პარტნიორების ჩამონათვალით მოცემულია აქ).

განაცხადებისა და დაფინანსებული პროექტების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, რაც ერთის მხრივ ასახავს პროგრამის ბიუჯეტის ზრდას, და ამავდროულად ქართველი პარტნიორების მზარდ ინტერესსა და მოტივაციას (ცხრილი 1).

ცხრილი 1

Tempus IV პროგრამის (2007-2013) მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა, მონიტორინგი და შედეგების გავრცელება Erasmus+ ეროვნული ოფისის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამჟამად საქართველოში Tempus–ის 9 მიმდინარე პროექტია - მათი დასრულების ვადა 2017 წლამდე გახანგრძლივდა.

სასარგებლო ინფორმაცია ტემპუსის პროექტებში მონაწილე უნივერსიტეტებისათვის.

ერაზმუს მუნდუსი

ერაზმუს მუნდუსი არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც ხელს უწყობს როგორც ინსტიტუციურ კოოპერაციას მაგ. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაში, ასევე სტუდენტებისა და პროფესორების ინდივიდუალურ გაცვლებს. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ის ჩანაცვლდება credit mobility და degree mobility აქტივობებით.

ქართული უნივერსიტეტები მობილობის 23 კონსორციუმში მონაწილეობდა 2007 წლიდან (სრული სია). ამჟამად პროგრამები მილევად რეჟიმში მუშაობს.

ჟან მონე

ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში საქართველოში ხუთი პროექტია განხორციელებული (სრული სია), აქედან ერთი - მიმდინარე პროექტია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში: EULISC (საზაფხულო სკოლა ევროკავშირის სამართალში). ჟან მონეს მოდული წარმოადგენს მოკლე სასწავლო პროგრამას (ან კურსს) ევროპათმცოდნეობის მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი საზაფხულო სკოლა გრაცის უნივერსიტეტთან ერთად (2013 და 2014 წლებში).