უმაღლესი განათლების რეფორმების ექსპერტთა საკოორდინაციო შეხვედრა

19.07.2018

16 ივლის Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა უმაღლესი განათლების რეფორმების ექსპერტთა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელზეც დაიგეგმა ექსპერტთა მომავალი აქტივობებისა და ღონისძიებების განრიგი.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საერთაშორისო ღონისძიებებში ექსპერტთა მონაწილეობის შედეგები, და ამ ღონისძიებებთან მიმართებაში საქართველოს უმაღლესი განათლების ძირითადი გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

  • ექსპერტთა სასწავლო ვიზიტი – მონპელიე, საფრანგეთი, 19–20.04.2018 (ი.გრძელიძე, მ.ქარჩავა)
  • ბოლონიის სამიტი – პარიზი, საფრანგეთი, 24–25.05.2018 (თ.სანიკიძე, გ.შარვაშიძე)
  • ექსპერტთა სემინარი – პოდგორიცა, მონტენეგრო, 28–29.05.2018 (თ.ბრეგვაძე, დ.კერესელიძე)