სტიპენდიატების საორიენტაციო შეხვედრა PDO

28.01.2019

26 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + კრედიტ მობილობის პროგრამის სტიპენდიანტებისათვის. ღონისძიებაზე სტუდენტებმა მიიღეს მობილობის პერიოდში საჭირო მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწავლო და საორგანიზაციო დეტალების თაობაზე, ასევე შეხვდნენ წინა წლის სტიპენდიანტებს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მათ სასწავლო პროცესისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ. ღონისძიებაზე Erasmus+ ეროვნული ოფისის პრეზენტაციაც იქნა წარდგენილი.