შეხვედრა საერთაშორისო გაცვლით სტუდენტებთან თსუ-ში

28.03.2018

27 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო გაცვლით სტუდენტებთან მისასალმებელ შეხვედრას. ღონისძიებას ესწრებოდნენ გაცვლითი პროგრამის მონაწილე 30 მდე სტუდენტი. მისასალმებელი სიტყვით სტუდენტებს მიმარტეს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, Erasmus + ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა და ESN თბილისის ხელმძღვანელმა, ასევე სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.