მობილური სტუდენტების ჯანმრთელობის პრობლემები

18.05.2018

17 მაისს Erasmus+ ეროვნულ ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა / სემინარი პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების საგარეო საქმეთა სამსახურების კოორდინატორებთან თემაზე " მობილური სტუდენტების ჯანმრთელობის პრობლემები".

სემინარს გაუძღვა ფსიქოლოგი, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი.

განხილული იქნა საერთაშორისო მობილობის დროს არსებული გამოწვევები, რომლებიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა სტუდენტების ჯანმრთელობაზე, მათ შორის ფქიქიკურზე, აისახოს. კულტურული შოკი, უცხო ენაზე კომუნიკაციის აუცილებლობა, ახალ გარემოში დამოუკიდებლად ცხოვრების და სწავლის გამოწვევები, მოლოდინების და რეალური მდგომარებობის აცდენა - ეს ყველაფერი შესაძლოა გახდეს საკუთარი თავით უკმაყოფილების საბაბი და ახალგაზრდებში შფოთვა ან დეპრესია გამოიწვიოს. პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტები უნდა აცნობიერებდნენ ამ პრობლემებს და მზად უნდა იყვნენ სტუდენტებს მიაწოდონ რელევანტური ინფორმაცია.

დისკუსიის შედეგად მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ პრობლემის უკეთ მოგვარების მიზნით აუცილებელია თანამშრომლობა - Erasmus+ ეროვნული ოფისი იტვირთავს კოორდინატორის როლს.

სემინარის მუშაობაში ადგილზე და online რეჟიმში მონაწილეობა მიიღეს 18 უნივერსიტეტის და ორი დონორი ორგანიზაციის (განათლების საერთაშორისო ცენტრი, საერთაშორისო განათლების ცენტრი) წარმომადგენლებმა.

პრეზენტაცია