სემინარი ინსტიტუციური ხარისხის უზრუნველყოფაზე

28.11.2018

27–28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მორიგი სემინარი ევროპელი ექსპერტის მონაწილეობით, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა.

ექსპერტი – პოლ ო'ლირი, ვოტერფორდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხარისხის უზრუნევლყოფის სამსახურის უფროსი, ირლანდია.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის უნივერსიტეტებისა და ასევე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

სემინარის მასალები