საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან

13.04.2017

4 და 12 აპრილს თელავისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდა Erasmus+ ის ეროვნული ოფისის წარმომადგენლების ნინო ურუშაძისა და თამარ ლორთქიფანიძის საინფორმაციო შეხვედრები გაცვლითი პროგრამების თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა, როგორც მოკლე ვადიანი (credit mobility) ასევე ერთობლივი სამაგისტრო (JMD) პროგრამების დეტალები. შეხვედრებს ესწრებოდნენ სტუდენტები, პოტენციური აპლიკანტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.