სემინარი სადოქტორო განათლებაზე

16.04.2015

15 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა სემინარს თემაზე "სადოქტორო კვლევების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოში". კვლევის ავტორებმა (ქეთევან გურჩიანი, სიკო ჯანაშია, თამარ ბრეგვაძე) წარადგინეს კვლევის ანგარიში, რომელიც 2014 წლის აგვისტო–დეკემბერში ჩატარდა Erasmus+ ეროვნული ოფისის მხარდაჭერით. სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისიდან, ქუთაისიდან, გორიდან და თელავიდან, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პერსონალი.

განხილვის შედეგად გადაწყდა მსგავსი სემინარების მოწყობა რეგიონებში და ასევე დეტალური რეკომენდაციების შემუშავება.