Open Media Think Tank

28.03.2019

27 მარტს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ ღონისძიებაში, რომლის მიზანი იყო ევროკავშირის საქმიანობის შედეგებისა და შესაძლებლობების განხილვა, რომლებიც სხვადასხვა სახის პროექტებისა და ინიციატივების სახით მიეწოდება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე შეხვედრის ამოცანა იყო მედია სექტორთან თანამშრომლობის გაძილერება. Erasmus+ ოფისის მიერ წარმოდგენილი იყო მოკლე მიმოხილვა პროგრამის სიკეეთების, საქართველოს შედეგებისა და წარმატებებული პროექტების შესახებ. ღონისძიება სამეზობლო პოლიტიკის 10 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.