ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა

19.07.2017

19 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტებისათვის ეროვნული პრიორიტეტების შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და Erasmus+ ეროვნული ოფისის თანამშრომლები.

შეთანხმებული ეროვნული პრიორიტეტების სია გადაეგზავნება პროგრამის აღმასრულებელ სააგენტოს ბრიუსელში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში იქნება აქტუალური.