სტუდენტური კონკურსი

23.05.2018

Erasmus+ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ჩაატარა სტუდენტური კონკურსი პროგრამის ვიზუალური საინფორმაციო და პრომო-მასალების დიზაინისთვის. კონკურსში გაიმარჯვა აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ლევან ყიფიანმა, რომელიც სერტიფიკატით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.