საინფორმაციო სემინარი სამაგისტრო სტიპენდიებზე

19.06.2017

ამა წლის 19 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა ჩაატარა საინფორმაციო სემინარი სამაგისტრო სტიპენდიების შესახებ.

სემინარზე წარმოდგენილი იქნა პროგრამის მიმოხილვა, დაშვების პირობები, პროგრამის ფინანსური მახასიათებლები და ა.შ. ასევე დარიგდა სპეციალურად შემუშავებული საინფორმაციო მასალა და გზამკვლევები.

პრეზენტაცია

საინფორმაციო შეხვედრები Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ უკვე ჩატარდა თელავში, ახალციხესა და ბათუმში. იგეგმება შეხვედრა ქუთაისში და შემოდგომიდან შეხვედრების ახალი სერია თბილისში.