Erasmus+ კოორდინატორების წლიური შეხვედრა

20.12.2018

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლების რეგულარულ შეხვედრებს.

19 დეკემბერს შედგა 2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო შემდეგი საკითხები:

1) მობილური სტუდენტების კრედიტების აღიარება - შეჯამდა 2015-2018 წლებში განხორციელებული სტუდენტური მობილობის შედეგები, კონკრეტულად კრედიტების აღიარების საკითხთან დაკავშირებით. Erasmus+ ოფისმა წარადგინა სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

2) განხილულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაცემები უხცო ენაში მობილობის მსურველი სტუდენტების გამოცდების შედეგების შესახებ.

3) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის გავლენა უნივერსიტეტებზე - Erasmus+ ოფისი უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებთან ერთად გეგმავს კვლევის ჩატარებას, რომლის მიზანიც იქნება პერსონალის მობილობის ეფექტიანობა შესწავლა. კვლევაში ჩართულმა ექსპერტებმა დამსწრეებს გააცნეს კვლევის ამოცანები და მეთოდოლოგია.

მკაფიოდ გამოიკვეთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტებისა და უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა Erasmus+ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

შეხვედრის მასალები