Erasmus+ საინფორმაციო ღონისძიება კონსერვატორიაში

19.10.2018

18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა Erasmus+ საინფორმაცია ღონისძიებას უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. წელს ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის განხორციელებისათვის დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს, რაც მეტი პროექტის განხორიციელების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ზრდის სტიპენდიების რაოდენობას.

ღონისძიება გახსნეს რევაზ კიკნაძემ, კონსერვატორიის რექტორმა, კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით ევროკავშირმა ე.წ. მიზნობრივი დაფინანსების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის მომავალი ორი საგრანტო კონკურსისათვის. ეს ნიშნავს დამატებით 6 მილიონ ევროს 2019 და 2020 წლებში. Erasmus+ დამატებითი ბიუჯეტი ნიშნავს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800–ით მეტ სტიპენდიას.

ფოტო გალერეა