მრგვალი მაგიდა: ეროვნული უმცირესობები ICM პროგრამაში

26.06.2017

26 ივნისს Erasmus+ ეროვნული ოფისის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა გაცვლით სასწავლო პროგრამებში". უნივერსიტეტების თანამშრომლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდა გიორგი თუმასიანი - გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი.

ეთნიკურად არაქართველი სტუდენტებისთვის Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა გართულებულია როგორც შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების, ასევე უცხო ენის არასაკმარისი ცოდნის გამო. განვიხილეთ პოზიტიური დისკრიმინაციის დაშვების შესაძლებლობა თანაბარი ქულების შემთხვევაში. გამოიკვეთა სკოლების დამამთავრებელ კლასებში და ქართული ენის მოსამზადებელ კურსებზე საინფორმაციო შეხვედრების გამართვის საჭიროება.