შეხვედრა ICM კოორდინატორებთან

19.03.2018

19 მარტს Erasmus+ საქართელოს ეროვნულმა ოფისმა გამართა შეხვედრა ICM პროექტების კოორდინატორებთან. შეხვედრას 19 უნივერსიტეტის 23 წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისიდან, ახალციხიდან და ბათუმიდან. პრეზენტაციები Erasmus+ FB გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

განხილულ იქნა მობილობის ახალი გზამკვლევი - გზამკვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ანი ჭელიშვილმა (თსუ) წარადგინა ყველა სიახლე.

დისკუსიის დროს შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვიზების პრობლემები სტუდენტებისთვის, ICM Traineeship-თვის მზადება, პროექტების მონიტორინგი, მომავალი ტრენინგების გეგმა. მობილობის პერიოდის აღიარება და ა.შ.

დაიგეგმა ICM პროექტების კოორდინატორების მომავალი შეხვედრები.