ექსპერტთა საკოორდინაციო შეხვედრა

01.03.2019

1 მარტს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა უმასპინძლა უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა გუნდის შეხვედრას.

განხილული იქნა Erasmus+ პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი საკითხები - მიმდინარე კვლევების ანგარიში, საინფორმაციო ღონისძიებების გრაფიკი, ექსპერტთა მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში, და ა.შ.

დაიგეგმა ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის 15 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.