განათლების დაფინანსების მოდელები

23.06.2017

Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხებზე. სემინარს უძღვებოდა ექსპერტი ირლანდიიდან, დოქტორი პატრიცია ო'ბრაიანი.

სემინარის პირველ დღეს, რომელიც დაფინანსებას ინსტიტუციურ დონეზე ეხებოდა, მასპინძლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სემინარის მუშაობაში საქართველოს სახელნწიფო და კერძო უნივერსიტეტების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მეორე დღეს მსჯელობა შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელებს და სემინარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმასპინძლა.

სემინარის მასალები