დისკუსია ლიტველ პარტნიორებთან

15.02.2017

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლიტვის და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრას. განხილვის ძირითად საგანს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გაცვლითი პროგრამები წარმოადგენდა. ლიტვა საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე უფრო აქტიური პარტნიორია – ამჟამად ლიტვის 18 უნივერსიტეტი საქართველოს 16 პარტნიორთან თანამშრომლობს და ლიტვის გაცვლითი პროგრამების ბიუჯეტის 28% სწორედ საქართველოსთან ურთიერთობას ხმარდება.