განათლების საერთაშორისო გამოფენა

23.02.2019

22-23 თებერვალს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართა განათლების რიგით 9-ე საერთაშორისო გამოფენა.

Erasmus+ ეროვნული ოფისი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას გამოფენაში და დაინტერესებულ ვიზიტორებს წარუდგენს ინფორმაციას Erasmus+ პროგრამის, მისი შესაძლებლობებისა და სიკეთეების შესახებ. ტრადიციულად Erasmus+ ეროვნული ოფისი გამოფენაზე Erasmus-ის სტუდენტურ ქსელთან (ESN) და მათ მოხალისეებთან ერთად იყო წარმოდგენილი.