Erasmus + განათლების ექსპერტთა შემაჯამებელი შეხვედრა

18.12.2017
15 -16 დეკემბერს ქ. ბორჯომში Erasmus+ პროგრამის 2015-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე განხილულ იქნა მომავალი 3 წლიანი ციკლის (2018-2020) ძირითადი მიმართულებები და გეგემები. ღონისძიება ეხმაურება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში (DCFTA) ასახულ მოთხოვნებს უმაღლესი განათლების სფეროში და პასუხობს ინტერნაციონალიზაციის ძირითად ასპექტებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ნინო ყოჩიშვილი, ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები (HERE): ქეთევან გურჩიანი, ირინე დარჩია, თამარ ბრეგვაძე, აბდულ კახიძე, ირმა გრძელიძე, ქეთევან ცოტნიაშვილი, დავით კერესელიძე, გიორგი შარვაშიძე და თამარ სანიკიძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.