Erasmus+ 30 წლისაა!

10.02.2017

2017 საიუბილეო წელია Erasmus+ პროგრამისთვის: უკვე 30 წელია, რაც სტუდენტებსა და პროფესორებს შეუძლიათ Erasmus+ დაფინანსებით ისწავლონ და ასწავლონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოში Erasmus გაცვლითი პროგრამები 10 წლისაა, თუმცა ევროკავშირის დაფინანსებით ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (Tempus) დაფინანსება 22 წლის წინ დაიწყო.

ვუერთდებით Erasmus+ პროგრამის იუბილეს და წლის განმავლობაში ბევრ ღონისძიებას შემოგთავაზებთ. ვიწყებთ განათლების გამოფენით 16-17 თებერვალს (დიდუბის საგამოფენო კომპლექსი). ღონისძიებების სრული ჩამონათვალი გამოქვეყნდება ვებგვერდზე და FB გვერდზე.