Erasmus+ ღონისძიებები

01.10.2018

Erasmus+ ეროვნული ოფისი აქტიურად მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რომელიც პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

29 სექტემბერს ახალციხეში გაიმართა ევროპის დღეები, 30 სექტემბერს თბილისში გოეთეს ინსტიტუტმა უმასპინძლა ენების ევროპულ დღეს. ორივე დღეს Erasmus+ ეროვნული ოფისი მოხალისეებთან ერთად მუშაობდა - შევხვდით სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს, მასწავლებლებს - და ყველას გავაცანით Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობები.