კლასტერული მონიტორინგი

28.04.2017

27 აპრილს პირველად ჩატარდა Tempus/CBHE პროექტების თემატური მონიტორინგი, რომლის მიზანია მსგავს საკითხებზე - ამ შემთხვევაში მასწავლებელთა მომზადებაზე - მომუშავე პროექტების განხილვა მათ შორის სინერგიის ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის, ილიას, სოხუმისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური პირები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკავშირის დელეგაციიდან.

განხილულ იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მასწავლებელთა მომზადება-გადამზადებაზე ორიენტირებული შვიდი პროექტის დაგეგმილი და უკვე მიღებული შედეგები და მათი ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები.

პროექტების პრეზენტაციები