კლასტერული მონიტორინგი

28.04.2018

27 აპრილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმში, ჩატარდა Erasmus+ პროექტების კლასტერული მონიტორინგის შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეები წარმოადგენდნენ შვიდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქუთაისიდან, თელავიდან, ახალციხიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გავლენის განხილვა სასწავლებლების ინსტიტუციურ განვითარებაზე. უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ წარმოვადგინეთ კვლევა, რომელიც Erasmus+ ეროვნული ოფისის დაფინანსებით ჩატარდა 2017 წელს და ეხებოდა უნივერსიტეტების როლს რეგიონულ განვითარებაში.

შემაჯამებელი დისკუსიის დროს გადაწყდა ახალი საპროექტო განმაცხადის შემუშავება და წარდგენა Erasmus+ CBHE პროგრამის ფარგლებში – ახალი პროექტის მიზანი უნდა იყოს დედაქალაქის გარეთ არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება.