ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო

13.12.2017

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია არსებობს უმაღლესი განათლების ექსპერტთა ჯგუფი. 2018 წლიდან ამუშავდება სპეციალური საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციასთან ითანამშრომლებს და მონაწილეობას მიიღებს ასოციაციისა და Erasmus+ პროგრამის პოლიტიკის განსაზღვრაში.

სიამაყით გაცნობებთ, რომ 28 ქვეყნის 250 ექსპერტს შორის შერჩეულ რვაწევრიან საკონსულტაციო საბჭოში 2018-2020 წლებში იმუშავებს საქართველოს წარმომადგენელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქეთევან გურჩიანი.

წარმატებებს ვუსურვებთ საკონსულტაციო საბჭოს და პირადად ქეთევან გურჩიანს ამ მნიშვნელოვან საქმეში.