• Share this page

უგ საქართველოში

გეო

უმაღლესი განათლება საქართველოში

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპებს განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ცვალებადობა ასახავს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესების დინამიურობას.
საქართველოში წარმოდგენილია სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება (უსდ):

  • უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);
  • სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას მაგისტრატურის ჩათვლით.
  • კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაძლებელია დაფუძნდეს და დაფინანსდეს კერძო პირის ან სახელმწიფოს მიერ, თუმცა ხარისხის კრიტერიუმები იდენტურია ნებისმიერი უსდ-სათვის სამართლებლივი სტატუსის მიუხედავად.

ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს 75 აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. დაზუსტებული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

უსდ–ები

სახელმწიფო

კერძო

ჯამი

უნივერსიტეტი

12

20

32

სასწავლო უნივერსიტეტი

7

21

28

კოლეჯი

1

14

15

სულ

20

55

75

უსდ–ების 70% მდებარეობს დედაქალაქში. სტუდენტების საერთო რაოდენობა ყველა უნივერსიტეტში შეადგენს 190 057 (2016 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით).
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს სტუდენტების გადანაწილებას უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურებზე:

ბაკალავრიატი

სამედიცინო განათლება

მაგისტრატურა

დოქტორანტურა

სულ

სტუდენტთა რაოდენობა

146 662

12 454

24 144

6 797

190 057

საერთო რაოდენობის %

77.16 %

6.54 %

12.7 %

3.6 %

100 %

სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში შემოღებული იქნა 2005 წელს. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, კრედიტების სისტემა და დიპლომის დანართის გაცემა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელში.
სპეციფიური დარგების (მაგ. მედიცინა) გარდა ყველა სტუდენტი ირიცხება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. საბაკალავრო პროგრამა უნდა მოიცავდეს 240 კრედიტს, სამაგისტრო 120 და სადოქტორო პროგრამა 180 კრედიტისგან უნდა შედგებოდეს.

მას შემდეგ რაც 2005 წელს საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს, ქვეყანაში განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემის ძირეული რეფორმები.

რეფორმის პაკეტი შედგება მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციებისგან (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მიღებულ იქნა 2004 წლის დეკემბერში), შეიქმნა ახალი სტრუქტურები (გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - აკრედიტაციის სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ასევე განხორციელდა მრავალი ინიციატივა.

მეტი ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის შესახებ:

Country fiche (2012)

საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება (2013)