• Share this page

ექსპერტები

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა (შემდგომში - ექსპერტები) ჯგუფის ამოცანაა საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა. ექსპერტები მონაწილეობენ ევროკომისიისა და აღმასრულებელი სააგენტოს მიერ ორგანიზებულ თემატურ სემინარებსა და სასწავლო მივლინებებში, საერთაშორისო კონფერენციებში, აგრეთვე კვლევებში, რომლებიც არა მარტო ევროპულ, არამედ ადგილობრივ დონეზეც ხორციელდება. ექსპერტთა მუშაობას კოორდინირებას უწევს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციისა და ბარსელონას უნივერსიტეტის კონსორციუმი.

საერთაშორისო ღონისძიებების გარდა ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში უწევს კონსულტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურ ორგანიზაციებს (მათ შორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონსულტაციებისა და საჯარო პრეზენტაციების გარდა ექსპერტთა მუშაობის ერთ-ერთ ფორმატს წარმოადგენს რეკომენდაციების შემუშავება უმაღლესი განათლების რეფორმის კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.

ამჟამად ექსპერტთა ჯგუფი ათი წევრისგან შედგება – ჯგუფში მონაწილეობენ როგორც სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

სახელი

ორგანიზაცია

საექსპერტო სფერო

წლები

ლალი ბაქრაძე

განათლების განვითარების ინსტიტუტი

კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩო, მობილობა, დოქტორანტურა, ერთობლივი პროგრამები

2009 – დღემდე

თამარ ბრეგვაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი

კვლევის ხარისხის მართვა, ხარისხის უზრუნველყოფა

2015 - დან

ქეთევან გურჩიანი

(თავმჯდომარე)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციების ჩარჩო, დოქტორანტურა, ინსტიტუციური ხელმძღვანელობა

2009 – დღემდე

ირმა გრძელიძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხარისხის უზრუნველყოფა, ინსტიტუციური ხელმძღვანელობა, დოქტორანტურა, სწავლა/სწავლების ინოვაციები

2015 - დან

ირინე დარჩია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ხარისხის უზრუნველყოფა, დოქტორანტურა, კვლევის პოლიტიკა, სწავლა/სწავლების ინოვაციები

2009 – დღემდე

აბდულ კახიძე

ბათუმის საზღვაო აკადემია

ECTS, ხარისხის უზრუნველყოფა

2009 – დღემდე

დავით კერესელიძე

New Vision უნივერსიტეტი

ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციების ჩარჩო

2011 – დღემდე

მარინე ქარჩავა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

უმაღლესი განათლების მართვა, ხარისხის უზრუნველყოფა, აღიარება, ECTS კრედიტები, მობილობა, კვალიფიკაციების ჩარჩო

2015 - დან

გიორგი შარვაშიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რექტორი)

განათლების პოლიტიკა

2014 - დან

მერიემ ჯანთეზ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სტუდენტი)

სტუდენტთა მობილობა, აღიარება

2015 - დან

მიხეილ ბასილაია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სტუდენტი)

სტუდენტთა მობილობა, აღიარება

2009 – 2011

თინათინ ზურაბიშვილი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ხარისხის უზრუნველყოფა, კურიკულუმის შემუშავება

2009 – 2012

გიორგი ჩანტლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (სტუდენტი)

სტუდენტთა მომსახურება, ხარისხის უზრუნველყოფა

2011 – 2014

ექსპერტთა ჯგუფის მიერ განხორციელებული აქტივობების სრული სია იხ. აქ.

ექსპერტთა მიერ მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები (2009-2013) და 2014.

ექსპერტთა მიერ მომზადებული პუბლიკაციები:

გზამკვლევები

ორი გზამკვლევი შემუშავდა ექსპერტთა მიერ 2009 წელს:

კვლევითი პროექტები

კვლევები განხორციელდა 2010–2014 წლებში ექსპერტთა და სტუდენტების მონაწილეობით (სრული ტექსტი ქართულად, ინგლისურად – მოკლე შეჯამება):

თარგმანები (2014-2017)

სემინარის მასალები

მომცველობითი საკითხავი მასალა მომზადდა რეგიონული სემინარისათვის, რომელიც 2010 წელს თბილისში გაიმართა საქართველოს ტემპუსის ეროვნული ოფისისა და UNICA–ს ორგანიზებით.

ექსპერტები ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის წლიური ანგარიშების შემუშავებაში (Georgia country fishes 2010 & 2012), და ეროვნული ანგარიშების მომზადებაში უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისა (2010) და ადამიანური რესურსების მართვის თაობაზე (2012).