ინფორმაცია კონკურსების შესახებ
კონკურსის ვადები
ინფორმაცია Erasmus+ კონკურსების ვადების შესახებ
ინფორმაცია Erasmus+ კონკურსების საბუთების შესახებ
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
Erasmus+ გაცვლითი პროგრამების (Credit Mobility / მოკლევადიანი გაცვლითი სტიპენდიები სტუდენტებისა და პერსონალისათვის) კონკურსების ვადებს პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტები განსაზღვრავს. დეტალური ინფორმაციისათვის (კონკურსის პირობები, მობილობის ადგილები და ა.შ.) მიმართეთ ადგილობრივ კოორდინატორებს.
Erasmus Mundus სადოქტორო პროგრამები
ერთობლივ სადოქტორო პროგრამებზე (Erasmus Mundus Joint Doctorates) საბუთების წარდგენის ვადებია 2017 წლის შემოდგომა - 2018 წლის იანვარი/თებერვალი - გადაამოწმეთ შერჩეული პროგრამის ვებგვერდზე (ცალკეულ პროგრამებზე მიღების ვადები შეიძლება განსხვავებული იყოს).
Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამები
ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე (Erasmus Mundus Masters Courses) საბუთების წარდგენის ვადებია 2017 წლის შემოდგომა - 2018 წლის იანვარი/თებერვალი/მარტი - გადაამოწმეთ შერჩეული პროგრამის ვებგვერდზე (ცალკეულ პროგრამებზე მიღების ვადები შეიძლება განსხვავებული იყოს).
Erasmus+ ახალ კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადები უნივერსიტეტებისათვის:
- ინსტიტუციური თანამშრომლობა (ex-Tempus) - დასრულებულია
- სტუდენტთა და პერსონალის მობილობა - დასრულებულია
- ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები - დასრულებულია
- ჟან მონე - დასრულებულია
- ცოდნის ალიანსი - დასრულებულია