• Share this page

ჩვენ შესახებ

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი (NEO) ხელს უწყობს ევროკომისიას, აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) და შესაბამის ეროვნულ სამსახურებს Erasmus+ პროგრამის განხორციელებაში. NEO ფუნქციონირებს აღმასრულებელ სააგენტოსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია UNI.GE –ს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე (2014-2771/010-001, პროექტის ნომერი - 391257-EPP-1-2014-1-GE-EPPKA2-CBHE-NEO).

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მანდატი მოიცავს ყველა მხარდამჭერ, საინფორმაციო და მონიტორინგის აქტივობას, რომელიც Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სფეროს ეხება და დაშვებულია ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში.

NEO საქართველოში დაარსდა 2014 წელს და წარმოადგენს ტემპუსის ეროვნული ოფისის (NTO) მემკვიდრეს. ოფისში ოთხი თანამშრომელია:

ზოგადი ამოცანა

ოფისის ამოცანაა, გაავრცელოს ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ, გაზარდოს მისი ეფექტურობა და მნიშვნელობა და გააძლიეროს პროგრამის გავლენა საქართველოში.

მუშაობის კონკრეტული მიმართულებებია:

  • ევროკომისიის, აღმასრულებელი სააგენტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოს შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერა Erasmus+ უმაღლესი განათლების პროგრამის განხორციელებაში
  • Tempus IV პროგრამის (2007-2013) მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა, მონიტორინგი და შედეგების გავრცელება.

ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას Erasmus+ ახალგაზრდობის, სპორტისა და საშუალო და პროფესიული განათლების პროგრამების მუშაობაში. ამ პროგრამებზე პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო ინფრომაცია იხილეთ ქვემოთ:

ახალგაზრდობა და სპორტი: მანანა ქავთარაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

Youth პროექტები: Foundation for the Development of the Educational System, SALTO EECA RC

საქართველოში აკრედიტირებული ორგანიზაციების სია, რომლებიც EVS (ევროპის მოხალისეობრივ სერვისში) მონაწილეობენ.

Horizon 2020: ნათია გაბიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო