• Share this page

Erasmus+ შესახებ

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.

ინფორმაცია 2015 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებული ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა. შვიდ წლიანი პროგრამის ბიუჯეტი € 14.7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. ეს გულისხმობს 40%–იან ზრდას მიმდინარე და არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, რაც თავისთავად ასახავს ევროკავშირის სურვილს ამ სფეროში მეტი ფინანსების ინვესტირებისა.

Erasmus+ აერთიანებს ევროკავშირის შვიდ პროგრამას განათლების, ტრენინგისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით, ასევე ამ ჩამონათვალს პირველად დაემატება სპორტის მხარდაჭერის პროექტები.

საინფორმაციო ვიდეო #1

საინფორმაციო ვიდეო #2

საინფორმაციო ვიდეო #3

საინფორმაციო ლიფლეტი

Erasmus+ ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას განათლების, ტრეინინგებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციების თანამშრომლობის მიმართულებით, რაც გახდება დამაკავშირებელი ხიდი განათლების სფეროსა და შრომის ბაზარს შორის.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/index_en.htm

Erasmus+ ეროვნული ოფისი პასუხისმგებელია პროექტების განხორციელებაზე უმაღლესი განათლების სფეროში. პროგრამის სხვა მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირთა ჩამონათვალი იხ. ქვემოთ:

ახალგაზრდობა და სპორტი: მანანა ქავთარაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

საქართველოში აკრედიტირებული ორგანიზაციების სია, რომლებიც EVS (ევროპის მოხალისეობრივ სერვისში) მონაწილეობენ.

Youth პროექტები: Foundation for the Development of the Educational System, SALTO EECA RC

Horizon 2020 (თანამშრომლობა მეცნიერების სფეროში): ნათია გაბიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

უმაღლესი განათლების მიმართულებით Erasmus+ პროგრამა ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

აქტივობა 1: ინდივიდუალური სასწავლო მობილობა

  • საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით - credit mobility
  • მობილობა აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით/ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები - degree mobility

აქტივობა 2: თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში

  • ინსტიტუციური განვითარების პროექტები (ყოფილი Tempus)
  • სტრატეგიული პარტნიორობა
  • ცოდნის ალიანსი

აქტივობა 3: რეფორმის ხელშეწყობა

  • უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები

სპეციალური დამატებითი აქტივობა:

  • Jean Monnet

Credit mobility

  • ჩაანაცვლებს არსებულ Erasmus Mundus აქტივობა 2–ს
  • მოქმედებს როგორც ევროპის შიდა საზღვრებში, ასევე მის გარეთაც, პარტნიორ ქვეყნებთან
  • იმართება ევროპის ქვეყნების ეროვნული სააგენტოების მიერ, და არა ცენტრალიზებულად ბრიუსელიდან
  • მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებებზე
  • მობილობის გამოყენება შესაძლებელია ყველა საფეხურის და ყველა დისციპლინის სტუდენტისათვის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი), მობილობის ხანგრძლივობა: 3 –12 თვემდე
  • ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე
  • უნივერსიტეტების თანამშრომლებისთვის მობილობის შესაძლებლობა განისაზღვრება 5 დღიდან 2 თვემდე ვადით
  • დაფინანსების დონე გათანაბრებულია საერთაშორისო მობილობის სტანდარტებთან
  • განმსაზღვრელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აკეთებენ განაცხადს:

  • რათა განახორციელონ ორმხრივი მობილობა ევროპულ და პარტნიორ ქვეყნებს შორის
  • ინდივიდუალურად ან კონსორციუმის ფარგლებში

სტუდენტური მობილობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მობილობის აქტივობები უნდა პასუხობდეს სტუდენტის პიროვნული განვითარებისა და სასწავლო პროგრამის საჭიროებებს. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდი უნდა იყოს სტუდენტის სრული სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც იქნება შემავსებელი დეტალი – მოკლე კურსის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის (ან მათთან გათანაბრებული ხარისხი) თუ სადოქტორო პროგრამების ფარგლებში.

ინდივიდუალური სასწავლო მობილობა სტუდენტების გარდა უნივერსიტეტების პერსონალზეც ვრცელდება:

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ეძლევა საშუალება ასწავლოს სტუდენტებს საზღვარგარეთ. ტრენინგების გავლის შესაძლებლობა კი ღიაა როგორც უნივერსიტეტის აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

  • სწავლება: საშუალებას აძლევს უმაღლესი სასწავლებლის პერსონალს ასწავლოს პარტნიორ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ. ამგვარი მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ საგანში/დისციპლინაში. მობილობის განსახორციელებლად პარტნიორი და პროგრამის ქვეყნების უნივერსიტეტები ხელს აწერენ ურთიერთშეთანხმებას. პერსონალის მობილობა და აქტივობები უნდა იყოს ინტეგრირებული მიმღები უნივერსიტეტის კურიკულუმში.
  • ტრენინგი: ხელს უწყობს უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ თანამშომლებს პროფესიულ განვითარებაში. ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახით: სხვადასხვა სამსახურებზე დაკვირვება, პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან ტრენინგი, ინფორმაციის გაცვლა/გაზიარება (გარდა კონფერენციისა), ან სხვა მსგავსი საქმიანობის სახით საზღვარგარეთ.
  • პერსონალის შერჩევას მობილობისათვის ახორციელებს გამგზავნი უნივერსიტეტი. გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტები მობილობის დაწყებამდე უნდა იყვნენ შეთანხმებული მობილური თანამშრომლის აქტივობის პროგრამაზე (მობილობის ხელშეკრულება).

Degree mobility

მობილობა აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით საშუალებას აძლევს მსოფილოს ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტს მიიღოს განათლება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას შეიმუშავებს ევროპული / და არაევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმი და პროგრამის წარმატებული დასრულებისას სტუდენტს ენიჭება ერთობლივი ან ორმაგი აკადემიური ხარისხი.

პროგრამა გულისხმობს სრულ დაფინანსებას საუკეთესო მაგისტრებისათვის (დაფიფანსების 75% გათვალისწინებულია არაევროპელი სტუდენტებისათვის).

სასწავლო გრანტის მფლობელები:

  • მიიღებენ სრულ დაფინანსებას, რომელიც ფარავს მათ სწავლის საფასურს, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს
  • უზრუნველყოფილი იქნებიან ჯანმრთელობის დაზღვევით
  • სწავლას (კვლევის ჩატარებას, სტაჟირებას) კონსორციუმის მინიმუმ ორ წევრ ქვეყანაში განახორციელებენ
  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ აღიარებული ორმაგი ან ერთობლივი აკადემიური ხარისხი
  • გახდებიან Erasmus+ სტუდენტენტთა და კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები


სტიპენდია აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით/ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები ფარავს:

  • მგზავრობის ხარჯს (1 000 - 3 000 ევრო წელიწადში )
  • ერთჯერადი შემწეობა (1 000 ევრო - მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების სტუდენტებისათვის)
  • ყოველთვიური სტიპენდია (1 000 ევრო)
  • სტუდენტის სასწავლო გადასახადს (9 000 ევრო წელიწადში - მხოლოდ პარტნიორი ქვეყნის სტუდენტებისათვის)

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს:

  • უნდა გააჩნდეთ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • აქამდე არ უნდა ქონდეთ მიღებული Erasmus Mundus Master Course – ის დაფინანსება
  • უფლება აქვთ შეიტანონ განაცხადი მაქსიმუმ სამ გამოცხადებულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
  • უნდა მოაწერონ ხელი ხელშეკრულებას ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კონსორციუმთან

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებ

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები მაღალი ხარისხის იტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებია 60, 90 ან 120 ECTS კრედიტის მოცულობით, რომელიც შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში, სადაც ასევე საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩართული იყოს სხვა საგანმანათლებლო ან არააკადემიური პარტნიორი ორგანიზაციები.

კონსორციუმში მონაწილე ყველა უსდ უნდა იყოს აღიარებული საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, წრმოადგენდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც გასცემს მაგისტრის ხარისხს, და მისი პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შინაარსს. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულებისას უნდა გაიცემოდეს ორმაგი ან ერთობლივი აკადემიური ხარისხი. ამგვარი პროგრამა გულისხმობს სწავლას კონსორციუმის წევრ მინიმუმ ორ უმაღლეს სასწავლებელში.

ფინანსური მხარდაჭერა გამოყოფილი იქნება:

  • კონსორციუმის შიდა სამენეჯერო საქმიანობისთვის და პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიღების მინიმუმ სამჯერადი პროცესისათვის
  • მოწვეული პროფესორებისა და ლექტორების საქმიანობის ხარჯების დასაფარად
  • საუკეთესო სტუდენტების სტიპენდიების ანაზღაურებისათვის

მიმდინარე პროექტები – Erasmus Mundus Masters Courses

http://eacea.ec.europa.eu/erasmus_mundus/results_compendia/selected_projects_action_1_master_courses_en.php

ინსტიტუციური განვითარების პროექტები (ex-Tempus)

ინსტიტუციური განვითარების პროექტები აგრძელებენ ყოფილი Tempus-ის პროგრამის აქტივობებს, რომლებიც მიმართული იყო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერისკენ, უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და პრაქტიკის/გამოცდილების გაზიარებისკენ.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ინსტიტუციური განვითარების პროექტებში, რომლებიც მართული იქნება პროგრამის ქვეყნებისა და პარტნიორი (კანდიდატი ქვეყნები, არმოსავლეთ სამეზობლო, რუსეთი, პოტენციური კანდიდატი ქვეყნები, ლათინური ამერიკა, აზია, აფრიკა, კარიბიისა და წყნარი ოკეანეს ქვეყნები) ქვეყნებისაგან შემდგარი კონსორციუმების მიერ.

პროგრამის სტრუქტურა შენარჩუნებულია:

  • ერთობლივი პროექტები: ამ ტიპის პროექტები ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს რათა განაახლონ, განავითარონ და გაავრცელონ ახალი ტიპის კურიკულუმები, სასწავლო მეთოდები თუ მასალები, ამასთან ერთად გააუმჯობესონდ ხარისხის მართვა და შიდა საუნივერსიტეტო მმართველობის სტრუქტურა
  • სტრუქტურული ღონისძიებები: ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს განახორციელონ რეფორმები უმაღლესი განათლების სისტემაში, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და სხვა

ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში დაშვებული იქნება პერსონალისა და სტუდენტების მობილობა ევროპულ და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის.

ზემოთნახსენები რეგიონის წარმომადგენელ ქვეყნებს ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა Erasmus+ კონკურსის ფარგლებში.

სტრატეგიული პარტნიორობა

სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ უმაღლესი განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობის მხარდაჭერის, მეწარმეობის, საჯარო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა სფეროში, ეძლევათ თანამშრომლობის საშუალება ერთობლივი ინოვაციური, მაღალი დონისა და ხარისხის სასწავლო, სატრენინგო საქმიანობის, ინსტიტუციონალური განვითარების და სოციალური ინოვაციების პროექტების განხორციელების მიზნით.

ცოდნის ალიანსი

ცოდნის ალიანსი მიზნად ისახავს ევროპის საინოვაციო შესაძლებლობების გავრცობასა და განვითარებას უმაღლეს განათლებაში, ბიზნესსა და სოციო–ეკონომიკურ გარემოში. გათვალისწინებულია ერთი ან მეტი მიზნის მიღწევა:

  • შემუშვდეს ახალი ინოვაციური მულტიდისციპლინური მიდგომები სწავლებისა და სწავლის მიმართულებით
  • მეწარმეობის სტიმულირება სამეწარმეო უნარჩვევების სწავლებით უსდ თანამშრომლებისა და მეწარმეთათვის
  • ხელი შეეწყოს ცოდნის გაცვლასა და ახალი ინფორმაციის ერთობლივ შემუშავებას

სტრატეგიული პარტნიორობისა და ცოდნის ალიანსის პროგრამებში პარტნიორი ქვეყნებისთვის მონაწილეობა დაშვებული, მაგრამ ძალიან შეზღუდულია. საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ კონკრეტული პარტნიორი ქვეყანა არის კომპეტენტური ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხში და მეტად გამოცდილი, ვიდრე ევროპული სახელმწიფო.

Jean Monnet

Jean Monnet პროგრამა კვლევებისა და სწავლების განვითარებით ხელს უწყობს ევროკავშირის კვლევების მიმართულების გაუმჯობესებას მსოფლიოს მაშტაბით. Jean Monnet–ს პროგრამა ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

  • Jean Monnet მოდული წარმოადგენს მოკლე სასწავლო პროგრამას (ან კურსს)ევროკავშირის კვლევების მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ყოველ მოდულის მინიმალური ხანგრძლივობაა 40 სასწავლო საათი (ერთი აკადემიური წლის განმავლობაში).
  • Jean Monnet კათედრა წარმოადგენს მასწავლებლის თანამდებობას ევროკავშირის კვლევების სპეციალიზაციით უნივერსიტეტის ლექტორებისა და პროფესორებისთვის. კათედრის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება შეუძლია მხოლოდ ერთ პროფესორს, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 90 საათიან სასწავლო კურსს აკადემიური წლის განმავლობაში.
  • Jean Monnet ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრები წარმოადგენენ ძირითად საინფორმაციო პუნქტებს ევროკავშირის საკითხების შესახებ. ცენტრის კურატორობა ევალება კათედრის ხელმძღვანელს. ცენტრი აერთიანებს ექსპერტებს ევროკავშირის კვლევების მიმართულებით (ლექტორებს, მოდულის ხელმძღვანელებს და თვითონ კათედრის ხელმძღვანელს) და მისი მიზანიაევროკავშირის კვლევების სხვადასხვა მიმართულებებს, დისციპლინებსა და რესურსებს შორის მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ასევე ერთობლივი ტრანსნაციონალური აქტივობების და ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნების აკადემიურ წრეებთან და ინსტიტუტებთან.
  • მხარდაჭერა ორგანიზაციებს: Jean Monnet მხარს უჭერს ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებსა თუ ტრენინგებს პედაგოგებისათვის ევროკავშირის თემატიკის მიმართულებით სამაგისტრო დონეზე. პროგრამა ასევე მხარს უჭერს ყველა სახის აქტივობას, რომლის მიზანი იქნება ევროკავშირთან დაკავშირებული თემების მომზადება, შემუშავება, თუ პოპულარიზაცია და სწავლება.
  • მხარდაჭერა ასოციაციებს: Jean Monnet მხარს უჭერს ასოციაციებს, რომელთა ძირითადი სამუშაო მიმართულებაა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. ასოციაციები უნდა იყოს ინტერდისციპლინური და აერთიანებდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს (პროფესორები, პედაგოგები და მკვლევარები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ევროკავშირის კვლევების საკითხებზე შესაბამის ქვეყნებში თუ რეგიონებში).
  • Jean Monnet ქსელები ხელს უწყობენ საერთაშორისო კონსორციუმების შექმნასა და განვითარებას (უსდ, ცენტრების, დეპარტამენტების, ჯგუფების თუ ინდივიდუალური ექსპერტების სახით) ევროკავშირის კვლევების მიმართულებით.
  • Jean Monnet პროექტები ხელს უწყობენ ინოვაციურ აქტივობებს/პროექტებს ევროკავშირის თემატიკაზე. ამგვარი პროექტების განხორციელებაზე განაცხადი შეიძლება ცალმხრივად წარდგეს; წარმოდგენილ აქტივობებში შესაძლებელია ჩართულნი იყვნენ სხვა პარტნიორებიც. პროექტის საშუალო ხანგრძლივობაა 12–24 თვე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/documents/erasmus-plus-programme-guide_en.pdf